შსს-მ ლუკა კურტანიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

შსს-მ ლუკა კურტანიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლუკა კურტანიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

"კოალიცია "ქართული ოცნების" ლაგოდეხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელდარ (ლუკა) კურტანიძემ, თანმხლებ პირებთან ერთად, სასტიკად სცემეს გიორგი მუმლაძე და გიორგი ლომიძე. შემთხვევა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ცოდნისკარის #8-ე საარჩევნო უბანში მოხდა. ელდარ კურტანიძე თავის თანამოაზრეებთან ერთად რამდენჯერმე იყო შემჩნეული განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებაში, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. რის შემდეგაც გამოძახებული იქნა პოლიცია. ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ