ბიძინა ივანიშვილი - "დღეიდან ქართველი ხალხის ოცნებების ასრულება იწყება"

ბიძინა ივანიშვილი - "დღეიდან ქართველი ხალხის ოცნებების ასრულება იწყება"

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მან ყველა მოქალაქეს, რომელმაც არჩევნებში მხარი კოალიციას დაუჭირა , "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისიდან მიმართა და განაცხადა, რომ მათი დიდი ხნის ლოდინი დიდი სიხარულით დასრულდა.

"ეგზიტპოლების შედეგებით ჩვენ დიდი უპირატესობით გავიმარჯვეთ. გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა და გილოცავთ გამარჯვებას", - განაცხადა ივანიშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ერთი წლის განმავლობაში მის გუნდთან ერთად იღწვოდა გამარჯვებისთვის და ყველა იმ მხარდამჭერს, რომელმაც "მოახერხა ერთად დამდგარიყო სამშობლოს, მომავლისა და ქვეყნის განვითარებისთვის".

ამასთან, ივანიშვილის თქმით, დღეიდან იწყება ქართველი ხალხის ოცნებების ასრულება, რაც ძალიან დიდ შრომას მოითხოვს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა