კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში მინიმუმ 100 ადგილს ელოდება, - ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ განუცხადა.
"100 ადგილი უნდა მივიღოთ პარლამენტში, არა ნაკლები 100 ადგილისა", - აღნიშნა ივანიშვილმა. ამასთან, "ქართული ოცნების" ლიდერი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგებსაც გამოეხმაურა და აღიშნა, რომ კოალიციის უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ "ნაციონალურმა არხებმაც" კი ვერ შეძლეს მისი დამალვა.
"საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართველმა ხალხმა ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა მოახერხა. ეს ძალიან დიდი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ქართველმა ხალხმა მოახერხა ოპოზიცია და პოზიცია ისე მოქცეულიყო, როგორც საქართველოს შეეფერება. ხელისუფლების სახით ნახეთ პოზიცია. ოპოზიციაც ნახეთ. ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ, უნდა დავივიწყოთ ყველანაირი განაწყენება, გავერთიანდეთ და ერთიანი საქართველო ავაშენოთ", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ვინც კანონდარღვევა ჩაიდინა, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.