ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა სოსო ჯაჭვლიანს გამარჯვება მიულოცა

ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა სოსო ჯაჭვლიანს გამარჯვება მიულოცა

მაჟორიტარულ არჩევნებში დამარცხება "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთმა კანდიდატმა აღიარა.

ამჯერად კონკურენტ კანდიდატს გამარჯვება გლდანში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა მიულოცა. სოსო ჯაჭვლიანი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ხაჩირაშვილის ჟესტს "კაცურ ნაბიჯად" აფასებს.

"ნიკომ დამირეკა და არჩევნებში გამარჯვება მომილოცა. ვფიქრობ, კაცურად მოიქცა. უნდა მივეჩვიოთ ერთმანეთთან ასეთ ცივილურ ურთიერთობას", - აღნიშნა ჯაჭვლიანმა.

მაჟორიტარულ არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარეს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა გიორგი კარბელაშვილმა და არჩილ გეგენავამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა