აჭარის არჩევნების წინასწარი შედეგები დღეს, 11.00 საათზე გახდება ცნობილი

აჭარის არჩევნების წინასწარი შედეგები დღეს, 11.00 საათზე გახდება ცნობილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი შედეგები, რომელიც საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად მიმდინარეობდა, დღეს 11.00 საათზე გახდება ცნობილი, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნესტან ნაკაშიძემ განაცხადა.

ამასთან, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აჭარის მასშტაბით 304.930 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 183.338-მა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 60.12 პროცენტს შეადგენს.

ბათუმის მასშტაბით, 20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 80.009 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 59.73 პროცენტს შეადგენს. ქობულეთში 39.841 ამომრჩეველი დაფიქსირდა, რაც საერთო რაოდენობის 57.54 პროცენტს უდრის. შუახევში - 9.759, რაც 64.39 პროცენტია. ხელვაჩაურში არჩევნებში მონაწილეობა 27.771 ამომრჩეველმა მიიღო, რაც 59.60 პროცენტს შეადგენს. ხულოში 14.748, რაც 60.85 პროცენტია, ხოლო ქედაში 11.210 ამომრჩეველმა დააფიქსირა თავისი არჩევანი, რაც შეადგენს საერთო რაოდენობის 71.17 პროცენტს.

უმაღლესი საბჭოს არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ ტარდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა