ბიძინა ივანიშვილს რიჩარდ ნორლანდმა და ამერიკელმა სენატორებმა არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცეს

ბიძინა ივანიშვილს რიჩარდ ნორლანდმა და ამერიკელმა სენატორებმა არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცეს

ბიძინა ივანიშვილმა დღეს ბიზნესცენტრში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და სენატორები ჯინ შაფინი და ჯეიმს რიში მიიღო.

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, სტუმრებმა ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" ლიდერს არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცეს.

"ჩვენ აქ ბატონ ბიძინასთან შესახვედრად მოვედით და გვინდოდა, რომ მისთვის "ქართული ოცნების" წარმატება მიგველოცა", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სენატორმა ჯინ შაჰინმა.

"ქართული ოცნების" ცნობით, სენატორმა ჯეიმს რიშმა კი იმედი გამოთქვა, რომ ამერიკა - საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა, კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა