დავით საგანელიძე - ჩვენი ინფორმაციით, მაჟორიტარულ არჩევნებში "ქართული ოცნება" 47 მანდატს იღებს, პროპორციული სისტემით კი - 63%-ს

დავით საგანელიძე - ჩვენი ინფორმაციით, მაჟორიტარულ არჩევნებში "ქართული ოცნება" 47 მანდატს იღებს, პროპორციული სისტემით კი - 63%-ს

"ქართული ოცნება" მომავალ პარლამენტში ოპტიმისტური გათვლებით 97, ხოლო პესიმისტური გათვლებით 90-91 ადგილს ელოდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის "ქართულ ოცნებას" ოქმების 93 პროცენტი აქვს მოპოვებული, რომელიც დათვლილია. ამ 93 პროცენტის მიხედვით, მაჟორიტარულ არჩევნებში "ქართული ოცნება" 47 მანდატს იღებს, ხოლო პროპორციული სისტემით კი 63 პროცენტს, თუმცა დავები პროპორციული სიითაც არსებობს და "ქართული ოცნებისთვის" დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ის 65-66 პროცენტამდე გაიზრდება.

"მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით დავები არის ყვარლის, ხაშურის, ქედის, წყალტუბოს და დედოფლისწყაროს ოლქებში, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სადაო რაიონების ოლქების ნაწილში დადებითად გადაწყდება ჩვენი საქმე", - განაცხადა საგანელიძემ.

გარდა ამისა, საგანელიძემ ისაუბრა ზუგდიდში მაჟორიტარული არჩევნების შესახებაც. საგანელიძის თქმით, არსებობს ისეთი ფაქტები, რომლის დამტკიცების შემთხვევაში შესაძლოა, ზუგდიდში არჩევნები საერთოდ ჩაშლილად გამოცხადდეს.

ამასთან, საგანელიძე აცხადებს, რომ დაუჯერებელია, რომ ირაკლი ალასანიამ წააგო ისეთ ადამიანთან, როგორიც არის როლანდ ახალაია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა