"შპიგელმა" ბიძინა ივანიშვილი ლეგენდარულ მარკუს კრასუსს შეადარა

"შპიგელმა" ბიძინა ივანიშვილი ლეგენდარულ მარკუს კრასუსს შეადარა

საქართველო საკუთარ კრასუსს ირჩევს, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გერმანული "შპიგელი". ოპოზიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პრესტიჟულ გერმანულ გამოცემა "შპიგელში" ლეგენდარულ რომაელ მთავარსარდალსა და სახელმწიფო მოღვაწეს, უმდიდრეს მარკუს კრასუსს შეადარეს.

"ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ძალაუფლების დემოკრატიული წესით გადაცემის მომსწრე გახდა. ახლანდელი პრეზიდენტი სააკაშვილი სამარცხვინოდ დამარცხდა, მილიარდერი და ქვეყნის ახალი იმედი ბიძინა ივანიშვილი კი გამარჯვებას ზეიმობს. მაგრამ, საპარლამენტო მანდატების გადანაწილების გზაზე ხაფანგებია დაგებული", - წერს სტატიის ავტორი ბენჯამინ ბიდერი და აღნიშნავს, რომ არჩევნების შედეგების გაშუქება ტენდენციური მედიასაშუალებებით ხდება:

"მაშინ როცა, ოპოზიციურად განწყობილი "მაესტრო" და ივანიშვილის ცოლის კუთვნილი "ტვ9" ქართულ ოცნებას 63 და 70 პროცენტით გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ, პრეზიდენტის ერთგულმა არხებმა "რუსთავი 2"- მა და "იმედმა" ოპოზიცია 51 პროცენტით გამარჯვებას დააჯერეს", - წერს სტატიის ავტორი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა