ვახტანგ ბალავაძე - ჩვენ ვრჩებით პოლიტიკაში და ვაგრძელებთ მოღვაწეობას

ვახტანგ ბალავაძე - ჩვენ ვრჩებით პოლიტიკაში და ვაგრძელებთ მოღვაწეობას

მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი შედეგებით არჩევნებში კოალიცია "ქართულმა ოცნებამ"გაიმარჯვა, ჩვენ ვრჩებით პოლიტიკაში და ვაგრძელებთ მოღვაწეობას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ ბალავაძემ განუცხადა. მისივე თქმით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არჩევნები ჩატარდა, დემოკრატიულ და თანასწორ გარემოში.

"ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციამ წინასწარი შედეგებით გაიმარჯვა, ჩვენ ვრჩებით პოლიტიკაში და ვაგრძელებთ მოღვაწეობას. ჩვენ ორ ძალას შორის ძალიან დიდი სხვაობაა. რაც შეეხება მომავალი მოწვევის პარლამენტს, ჩვენ შორის ფუნდამენტური სხვაობაა და მათსა და ჩვენს შეხედულებებს შორის თითქმის არაფერია საერთო", - განაცხადა ვახტანგ ბალავაძემ.

ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჯერ პარტიის სხვა ლიდერები არ ჩანან.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გააკეთა განცხადება, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში გადადის.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა