თინა ხიდაშელი - პარლამენტში ყველასთან ვითანამშრომლებთ, თუმცა მთავრობას უმრავლესობა აკომპლექტებს

 თინა ხიდაშელი - პარლამენტში ყველასთან ვითანამშრომლებთ, თუმცა მთავრობას უმრავლესობა აკომპლექტებს

პარლამენტში ყველა პოლიტიკურ ძალასთან ვითანამშრომლებთ, თუმცა მთავრობის დაკომპლექტებისას გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა რადიო "პალიტრის" ეთერში განაცხადა.

როგორც ხიდაშელმა განაცხადა, ისინი არ აპირებენ კონფრონტაციას და სიტუაციის დაძაბვას ქვეყანაში. მისი თქმით, ქვეყანაში ამ მხრივ სტაბილურობის შენარჩუნება აუცილებელია.

ამასთან, თინა ხიდაშელმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველა ამომრჩეველს და აღნიშნა, რომ ისინი პატივს სცემენ ყველა ამომრჩევლის არჩევანს და ემორჩილებიან მას.

მისი თქმით, ამომრჩეველმა გუშინდელი აქტივობით "ნაციონალურ მოძრაობას" სასტიკი პოლიტიკური განაჩენი გამოუცხადა და იგი წარმოადგენს გზავნილს ყველა პოლიტიკური პარტიისთვის.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა