გოგა ხაინდრავა - ახალ მთავრობაში არავითარ შემთხვევაში არ მიხილავთ

გოგა ხაინდრავა - ახალ მთავრობაში არავითარ შემთხვევაში არ მიხილავთ

ახალ მთავრობაში არავითარ შემთხვევაში არ მიხილავთ, - ამის შესახებ ცესკო-სთან მიმდინარე აქციზე "ინტერპრესნიუსს" კინორეჟისორმა გოგა ხანდრავამ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში იქნება ახალი მთავრობა, ახალი ცხოვრება, ახალი ერა დაიწყება ქვეყნის განვითარებაში და მოსახლეობამ ევროპისკენ ვეებერთელა ნაბიჯი გადადგა.

"სააკაშვილის რეჟიმი დამთავრდა, ასევე ხარატიშვილების, წიკლაურების, ოჩიაურების, ბოკერიების, ადეიშვილების და მერაბიშვილების. მინდა მათ ვუთხრა - თქვენი ბოგინი საქართველოში დამთავრდა. ახლა იწყება პროცესი, როცა ყველა თქვენგანის დანაშაული გამოაშკარავდება", - განაცხადა ხაინდრავამ.

მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" სხვა გზა არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ ეღიარებინა დამარცხება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა ის, რაც გუშინ ხაშურში მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა