ბიძინა ივანიშვილი - ვერც ერთი მოქმედი მინისტრი ვერ გახდება ჩვენი გუნდის წევრი და მათ შორის ვერც ვანო მერაბიშვილი

ბიძინა ივანიშვილი - ვერც ერთი მოქმედი მინისტრი ვერ გახდება ჩვენი გუნდის წევრი და მათ შორის ვერც ვანო მერაბიშვილი

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ვერც ერთი მოქმედი მინისტრი მათი გუნდის წევრი ვერ გახდება. ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ვერც ერთი მოქმედი მინისტრი ვერ გახდება ჩვენი გუნდის წევრი და მათ შორის ვერც ვანო მერაბიშვილი", - აღნიშნა ივანიშვილმა.

თუმცა მან ამის შესაძლებლობა არ გამორიცხა მინისტრის მოადგილეების შემთხვევაში.

"მთავრობის ფორმირების გეგმა ჯერ არ გაგვაჩნია. ახალ კაბინეტს ვერ დაგისახელებთ. ეს შიგნით გუნდში უნდა გადავწყვიტოთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, მისი გუნდის წევრებიდან ჯერჯერობით "არავინ იცის, ვის რას ვუპირებთ".

"მთავარია, რომ ჩვენ უნდა დავაბალანსოთ მთავრობა და ყველას შესატყვისი პოზიცია ჰქონდეს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ბიძინა ივანიშვილის თქმით, გადაწყვეტილება არც ამ თემაზეა მიღებული და საარჩვენო სიაში კახი კალაძის პირველ ნომრად ყოფნა ავტომატურად თავმჯდომარეობას არ ნიშნავს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა