ყველა პასუხს აგებს, მათ შორის ბაჩო ახალაიაც და ჩემი რბილი განცხადება, რომ პოლიტიკური დევნა არ იქნება, არ ნიშნავს, რომ სამართლებრივ დევნას ვინმე გადაურჩება , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" შექმნის რეალურ გარემოს, რომ სამართალი აღსდგეს.
"ბაჩო ახალაიას დასჯის მოთხოვნით იმდენი სარჩელი შევა სასამართლოში, რომ ჩემი ჩარევა საჭირო აღარ იქნება. თუმცა არა მხოლოდ ახალაიაზე, სხვების მიმართაც უამრავი კითხვაა. ამას სასამართლო გაარჩევს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.