მთავრობის წევრებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი კომენტარის გარეშე დატოვეს

მთავრობის წევრებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი კომენტარის გარეშე დატოვეს

საქართველოს მთავრობის წევრებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისი კომენტარის გარეშე დატოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ოფისიდან გამოსვლის შემდეგ დიასპორებთან ურთიერთობის სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ დღეს ჩვეულებრივი პარტიული შეკრება ჰქონდათ.

საქართველოს მთავრობის თითქმის სრული შემადგენლობა, პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ერთად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში, დაახლოებით, 15:00 საათისთვის მივიდა.

კახეთის გზატკიცელზე მდებარე შენობაში შეკრებილი იყვნენ პრემიერი ვანო მერაბიშვილი, უშიშრობის საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, კულტურის მინისტრი ნიკა რურუა, სპორტის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ვახტანგ ბალავაძე, რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი, შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკა ზღულაძე, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე შოთა უტიაშვილი. აგრეთვე, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები. ოფისში მივიდნენ, აგრეთვე, ყოფილი მინისტრები ბაჩო ახალაია და ხათუნა კალმახელიძე.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა