პრე­მი­ე­ბი პა­ტიმ­რე­ბის ცე­მი­სა და წა­მე­ბის­თვის?!

პრე­მი­ე­ბი პა­ტიმ­რე­ბის ცე­მი­სა და წა­მე­ბის­თვის?!

ას­ჯერ გა­გო­ნილს ერ­თხელ ნა­ნა­ხი ჯო­ბიაო - უთ­ქვამთ ჩვენს წი­ნაპ­რებს. ამ გა­მო­ნათ­ქვა­მის სის­წო­რე კი­დევ ერ­თხელ და­დას­ტურ­და, რო­დე­საც ქარ­თულ ცი­ხე­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვი­ხი­ლეთ. მარ­თა­ლი­ა, ყვე­ლამ იცო­და, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე არ იყო, მაგ­რამ ნა­ნახ­მა ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ანა­ლო­გი­უ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ამ სის­ტე­მის სუ­ლის­ჩამ­დგმელ­თა ქო­ნე­ბა­ზე, მათ შე­მო­სა­ვალ­ზე. ამის შე­სა­ხებ ქარ­თულ პრე­სა­ში ად­რეც თქმუ­ლა და და­წე­რი­ლა, მაგ­რამ გა­დავ­წყვი­ტეთ, კი­დევ ერ­თხელ შეგ­ვეხ­სე­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლის­თვის.

"სა­თუთ­-ხა­თუ­ნი"

"სა­თუ­თი მი­ნის­ტრი" - ამ ეპი­თე­ტით მო­იხ­სე­ნი­ებს "მა­ეს­ტროს" პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­ცე­მა "ყო­ველ­დღი­უ­რი ა(­მ)ბე­ბის" წამ­ყვა­ნი ვა­სი­კო ოდიშ­ვი­ლი ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძეს, რო­მე­ლიც გვარ­წმუ­ნებ­და - ქარ­თულ ცი­ხე­ებ­ში ლა­მის ოთხ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­როს სა­კად­რი­სი პი­რო­ბე­ბი შევ­ქმე­ნი­თო... 2010 წლის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით კალ­მა­ხე­ლი­ძე თბი­ლის­ში, ნი­კო­ლა­ძის ქუ­ჩა­ზე, 15 კვმ ფარ­თო­ბის ავ­ტო­ფა­რეხს ფლობ­და. 2011 წლის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად კი ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძის ქო­ნე­ბას 100 კვმ ფარ­თო­ბის ბი­ნაც შე­ე­მა­ტა, რო­მე­ლიც კრწა­ნი­სის პირ­ველ ჩიხ­ში მდე­ბა­რე­ობს. ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის უძ­რავ­-მოძ­რავ ქო­ნე­ბას "ჰი­უნ­და­ის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა და "რო­ლექ­სის" სა­ა­თიც ამ­შვე­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა მის მი­ერ გა­წე­უ­ლი "შრო­მი­სა და ღვაწ­ლის" ანაზღ­ა­უ­რე­ბას - 2011 წელს ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძის წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 97 355 ლა­რი ყო­ფი­ლა: წლი­უ­რი ხელ­ფა­სი 42 480, ხო­ლო პრე­მია - 54 875 ლა­რი (ეს მო­ნა­ცე­მე­ბი შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "პირ­ვე­ლი­სა" და ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ვებ­გვერ­დებ­ზე).

2012 წე­ლი "სა­თუ­თი" მი­ნის­ტრი­სათ­ვის უიღ­ბლო აღ­მოჩ­ნდა, რად­გან პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ იძუ­ლე­ბუ­ლი შე­იქ­ნა, და­ე­ტო­ვე­ბი­ნა თა­ნამ­დე­ბო­ბა, რო­მელ­საც ასე­თი "სიყ­ვა­რუ­ლით", "გულ­მოდ­გი­ნედ" ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

ჩვე­ნი დრო­ის "გმი­რე­ბი"?!

ამ მა­ხინ­ჯი სის­ტე­მის ერ­თ-ერ­თი შე­მოქ­მე­დი ბა­ჩო ახა­ლა­ი­ა, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცის­თვის მარ­თლაც გმი­რი­ა. გა­ვიხ­სე­ნოთ, პრე­ზი­დენ­ტმა ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად იმი­ტომ გა­და­იყ­ვა­ნა, რომ თურ­მე პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში "გა­ქა­ჩა". სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის ბი­უ­როს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ­გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მი­ნის­ტრე­ბის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი­დან გა­ირ­კვა, რომ 2009 წელს ბა­ჩო ახა­ლა­ი­ამ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე "სულ რა­ღაც" 70 ათას 865 ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა. 2011 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა თბი­ლის­ში, დო­ლი­ძის N46-ში 118 კვმ ფარ­თო­ბის ბი­ნა შე­ი­ძი­ნა 80 000 ლა­რად. წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლის N17-ში მდე­ბა­რე ბი­ნა და სარ­და­ფი კი 120 000 ლა­რად გა­ას­ხვი­სეს.

ალ­ბათ, მკითხ­ველს და­ა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რი იყო "ჩვე­ნი დრო­ის გმი­რის" ანაზღ­ა­უ­რე­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რედ მუ­შა­ო­ბი­სას. ბაჩო ახალაიამ ამ თანამდებობაზე მუშაობისას მიიღო, 2006 წელს 32 000 ლა­რი იყო, ხო­ლო 2007 წელს - 26 000 ლა­რი.

არა­ნაკ­ლებ შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ყო­ფი­ლა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კითხ­თა მი­ნისტრ დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი­სათ­ვის: 2009 წელს ამ პოს­ტზე მუ­შა­ო­ბი­სას შაშ­კინს 70 886 ლა­რი გა­მო­უ­მუ­შა­ვე­ბი­ა, აქე­დან წლი­უ­რი ხელ­ფა­სი 42 480 ლარს, ხო­ლო პრე­მია 28 406 ლარს შე­ად­გენ­და.

კი­დევ ერ­თი "გმი­რი", გვა­რად - ჭა­კუა

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კითხ­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, და­ვით ჭა­კუ­ას შე­მო­სა­ვა­ლი 2008 წელს 38 000 ლა­რი ყო­ფი­ლა, აქე­დან წლი­უ­რი ხელ­ფა­სი 24 600 ლა­რი, ხო­ლო პრე­მია - 13 400 ლა­რი. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას, 2010 წელს, ჭა­კუ­ას წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 70 250 ლა­რი იყო: აქე­დან წლი­უ­რი ხელ­ფა­სი 30 240, ხო­ლო პრე­მია - 40 010 ლარს შე­ად­გენ­და. 2011 წელს ჭა­კუ­ას წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი კი­დევ უფ­რო გა­ი­ზარ­და და 93 090 ლა­რი გახ­და, სა­ი­და­ნაც წლი­უ­რი ხელ­ფა­სი 30 240 ლა­რი იყო, ხო­ლო პრე­მია - 62 850 ლა­რი.

რო­გორც იტყ­ვი­ან, კო­მენ­ტა­რი ზედ­მე­ტი­ა, თუმ­ცა ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა კი­დევ ერ­თი მტკივ­ნე­უ­ლი კითხ­ვა, რო­მელ­საც პა­სუ­ხი უნ­და გა­ე­ცეს - რის­თვის ვუხ­დი­დით ამ ხალხს პრე­მი­ებს - პა­ტიმ­რე­ბის ცე­მა-­ტყე­პი­სა და წა­მე­ბის­თვის?!

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

იხილეთ ვიდეორეპორტაჟები:

- პატიმრების ნაამბობი გლდანის ციხის ეგრეთ წოდებული "პატარა ჯოჯოხეთიდან"

- რა ხდება გლდანის ციხეში - პირველი კადრები საპყრობილიდან

- "მკურნალობიდან ამოღებულ წამლებს გვასმევენ" - ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრები შიმშილობენ

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"