ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურად დავით საგანელიძეს განიხილავენ

ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურად დავით საგანელიძეს განიხილავენ

კოალიცია "ქართულ ოცნებაში" ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურად დავით საგანელიძეს განიხილავენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

ამასთან, კონსულტაციები მინისტრთა კაბინეტის თემაზე "ქართულ ოცნებაში" დღეიდან დაიწყო. კოალიციის ლიდერები უკვე შეიკრიბნენ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში.

როგორც დავით უსუფაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დღევანდელი შეხვედრის მიზანი საერთო საკითხებზე მსჯელობაა. "ინტერპრესნიუსის "კითხვას, გაიმართება თუ არა დღევანდელ შეხვედრაზე კონსულტაციები ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით, უსუფაშვილმა უპასუხა, რომ შეხვედრაზე ბევრი საკითხის განხილვა იგეგმება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა