დავით გამყრელიძე პოლიტიკიდან წავიდა

დავით გამყრელიძე პოლიტიკიდან წავიდა

"ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ პარტია დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თავად გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას აღმასრულებელი მდივანი რევაზ სოხაძე შეასრულებს. უახლოეს მომავალში კი, "ახალი მემარჯვენეები" გამართავენ შეხვედრას და ახალი თავმჯდომარის არჩევაზე იქ ჩამოყალიბდებიან.

"მე ერთგული ვარ ჩემი სიტყვის, როგორც ყოველთვის. მე ვთქვი, რომ თუ პარტია ვერ გადალახავდა ბარიერს და პარლამენტში ვერ მოხვდებოდა, პარტიის თავმჯდომარედ ვერ დავრჩებოდი. ამიტომ ვტოვებ "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარის პოსტს. ეს არის ჩემი ბოლო საჯარო გამოსვლა. მე ამიერიდან ჟურნალისტებს კომენტარებს აღარ მივცემ, რისთვისაც გიხდით ბოდიშს. ჩემი აზრით, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული", - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა