პრეზიდენტმა გიორგი დემეტრაძე შეიწყალა და სასჯელი გაუნახევრა

პრეზიდენტმა გიორგი დემეტრაძე შეიწყალა და სასჯელი გაუნახევრა

საქართველოს პრეზიდენტმა ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე შეიწყალა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დემეტრაძის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ განუცხადა.

ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პრეზიდენტის შეწყალება 28 აგვისტოს, პატიმართა შეწყალების ფარგლებში შეეხო, თუმცა, ქვეყნის პირველი პირისთვის შესაბამისი თხოვნით, არც მას და არც დემეტრაძის ოჯახს არ მიუმართავს.

"პრეზიდენტმა 28 აგვისტოს სულ 150-მდე პატიმარი შეიწყალა, მათ შორის გიორგი დემეტრაძე, თუმცა ის საპყრობილეს არ ტოვებს, უბრალოდ მას შეწყალება სასჯელის განახევრების ფორმით შეეხო. მას 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, აქედან 28 აგვისტოსთვის 2 წელი უკვე გასული იყო, შესაბამისად, დემეტრაძე ციხეს წელიწადსა და 10 თვეში დატოვებს", - აღნიშნა ადვოკატმა.

გიორგი დემეტრაძე ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის 2010 წელს დააპატიმრეს. მისი საქმე სტრასბურგის სასამართლოშია გასაჩივრებული.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ