ისრაელი საქართველოს მთავრობასა და ხალხს ულოცავს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, რომლის მოწმენიც რამდენიმე დღის წინ გავხდით და, რომელმაც ეუთო-ს დამკვირვებლების მოწონება დაიმსახურა,- ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, განცხადების მიხედვით, ისრაელის სახელმწიფო უაღრესად დადებითად აფასებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დემოკრატიის განვითარებაში შეტანილ წვლილს და ულოცავს კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვებას.
"ისრაელის მიზანი შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერებაა, როგორც სახელმწიფო, ასევე - საზოგადოებრივ დონეზე",-აღნიშნულია ისრაელის საგარეო უწყების განცხადებაში.