ბიძინა ივანიშვილი - ახალი მთავრობის პროექტი მხოლოდ მე მაქვს და ჯერ არავისთვის გამიზიარებია

ბიძინა ივანიშვილი - ახალი მთავრობის პროექტი მხოლოდ მე მაქვს და ჯერ არავისთვის გამიზიარებია

ახალი მთავრობის შემადგენლობის პროექტი მხოლოდ მე მაქვს და ის ჯერ არც ერთი პირისთვის არ გამიზიარებია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, შესაბამისად მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო წევრების შესახებ ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება.

"არავის არც ერთი ინფორმაცია არ გააჩნია. პროექტი მხოლოდ მე მაქვს და ის ჯერ არც ერთი პირისთვის არ გამიზიარებია. უახლოეს დღეებში დავიწყებ მის განხილვას. შესაბამისად, ჯერ არავინ არაფერი იცის. აბსოლუტურად სიცრუეა ინფორმაციები, რომელიც ვრცელდება. არც ერთი პირი ჯერ დასახელებული არ არის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, თუმცა აქვე განმარტა, რომ მას ჯერ მხოლოდ პროექტი გააჩნია და არა გადაწყვეტილება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა