ბიძინა ივანიშვილი - ჩვენი გუნდიდან პარლამენტის დატოვება და მთავრობაში წამოსვლა ბევრს მოუწევს

ბიძინა ივანიშვილი - ჩვენი გუნდიდან პარლამენტის დატოვება და მთავრობაში წამოსვლა ბევრს მოუწევს

ჩვენი გუნდიდან პარლამენტის დატოვება და მთავრობაში წამოსვლა ბევრს მოუწევს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.

"ასეთი ბევრი იქნება. ჩვენი გუნდის წევრების შესაძლებლობები კარგად შევისწავლე და პარლამენტის დატოვება ბევრს მოუწევს და ბევრი წამოვა მთავრობაში", - აღნიშნა ივანიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

მისივე თქმით, მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო წევრების შესახებ ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება.

"არავის არც ერთი ინფორმაცია არ გააჩნია. პროექტი მხოლოდ მე მაქვს და ის ჯერ არც ერთი პირისთვის არ გამიზიარებია. უახლოეს დღეებში დავიწყებ მის განხილვას. შესაბამისად, ჯერ არავინ არაფერი იცის. აბსოლუტურად სიცრუეა ინფორმაციები, რომელიც ვრცელდება. არც ერთი პირი ჯერ დასახელებული არ არის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა