ზუგდიდის საოლქო კომისიასთან ირაკლი ალასანიას მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდის საოლქო კომისიასთან ირაკლი ალასანიას მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიასთან ირაკლი ალასანიას მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, "ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ალასანიას მხარდამჭერები აქციაზე მეგრულენოვანი ტრანსფარანტებით მივიდნენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატ როლანდ ახალაიას თუ ქართულად არ ესმის, რომ ის უკანონოდ აპირებს პარლამენტში მოხვედრას, მაშინ მას მეგრულად მოუწოდებენ, რომ წავიდეს სამეგრელოდან. ტრანსფარანტებზე შემდეგი წარწერებია: "ახალაია ზუგდიდიშ საონჯღორო", "ახალაია მანიაკებიში მარდუალი", "სკანი დროქ მიდართუ".

ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიასთან ათასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც აცხადებენ, რომ 1-ელ ოქტომბერს ირაკლი ალასანიას არჩევნებზე ხმები გაუყალბეს და ზუგდიში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა