ირაკლი ალასანია - ჩვენს აქციას პოლიცია იცავს

ირაკლი ალასანია - ჩვენს აქციას პოლიცია იცავს

ირაკლი ალასანია - ჩვენს აქციას პოლიცია იცავს, კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტების აქციას ზუგდიდში პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმები იცავენ, - ამის შესახებ აქციის მიმდინარეობისას სიტყვით გამოსვლისას "ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში პოლიცია და სამართალდამცველი სტრუქტურები დაუბრუნდნენ ხალხის სამსახურს.

"ეს გამარჯვება იოლად არ მოვიდა. ამ გამარჯვებისთვის უამრავი ჩვენი მოქალაქე ზის ციხეში, დღესაც პოლიტიკური ნიშნით დაჭერილი ადამიანები ელოდებიან ჩვენი ხელისუფლების ფორმალურად გაფორმებას და მათ გათავისუფლებას. საქართველოში დასრულდა პოლიტიკური ნიშნით ჩვენი მოქალაქეების დევნა, საქართველოში პოლიცია და სამართალდამცველი სტრუქტურები დაუბრუნდნენ ხალხის სამსახურს. ისინი დგანან ჩვენთან, სიმართლესთან და ისინი დაიცავენ კანონს. დღეს ამ აქციასაც იცავს სამეგრელოს და ზუგდიდის პოლიცია, სპეცდანიშნულების რაზმები, ყველა დღეს დგას საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდში და მე მინდა მათ აქედან მივულოცო გამარჯვება და დავპირდე, რომ მათ აღარასდროს გამოიყენებს პოლიტიკური პარტია", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, ზუგდიდსა და სამეგრელოს განსაკუთრებული როლი აქვს ქვეყნის განვითარებაში.

"სულ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში ასიათასობით შეკრებილ მოქალაქეს მიმართა ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენი კოალიცია, ბიძინა ივანიშვილი დაპირდა საქართველოს, რომ მშვიდობიანი არჩევნებით შეიცვლებოდა ხელისუფლება და საქართველო წავიდოდა სწორი სამართლებრივი გზით განვითარებისკენ. ეს დაპირება ბიძინა ივანიშვილმა, ქართულმა კოალიციამ, "ქართულმა ოცნებამ" შეასრულა და ამიტომ, მთელ საქართველოს ვულოცავ განთავისუფლებას ტირანიისგან, გათავისუფლებას უსამართლობისგან", - განახცადა ირაკლი ალასანიამ.

ალასანიას თქმით, საქართველო გათავისუფლებულია დიქტატურისგან.

"ჩვენ მშვიდობით, ემოციების მართვით, ცივი გონებით ვაგრძელებთ იმ ეროვნული სახელმწიფოს შენებას, რომელიც ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ 20 წლის წინ დაიწყეს. ამ გამარჯვებით ჩვენ ავუსრულებთ სანუკვარ მიზანს ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო ეროვნულ მოძრაობაში. საქართველო გათავისუფლებულია დიქტატურისგან", - აღნიშნა ალასანიამ.

მისივე თქმით, უნდა დაიწყოს მუშაობა სამართლებრივი ქვეყნის ასაშენებლად და არავის აქვს უფლება სამართლებრივი და კანონიერი გზიდან გადაუხვიოს. "საქართველოში თავისუფლება იზეიმებს", - მიმართა აქციის მონაწილებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა