ბიულეტენების 99,95%-ის დათვლის შემდეგ, "ქართულ ოცნებას" 54,87% აქვს, "ნაციონალურ მოძრაობას" - 40,04%

 ბიულეტენების 99,95%-ის დათვლის შემდეგ, "ქართულ ოცნებას" 54,87% აქვს, "ნაციონალურ მოძრაობას" - 40,04%

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 3766 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის 3764 უბნის შედეგებია დათვლილი. აქედან 3694 ჩვეულებრივი, 70 კი სპეცუბანია.

წინასწარი მონაცემებით, "ქართულ ოცნებას" 54,87% აქვს, "ნაციონალურ მოძრაობას" - 40,04%. ამ ეტაპზე დათვლილია ხმათა 99,95%.

ცესკო-ს მონაცემებით, დანარჩენ პარტიებს შემდეგი პროცენტული მაჩვენებელი აქვთ: "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებას" - 2,04%, ხოლო "შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტულ პარტიას" - 1,24%. ყველა სხვა დანარჩენი საარჩევნო სუბიექტის შედეგი 1%-ზე დაბალია.

ამასთან, როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც ცესკო საარჩევნო ოლქებიდან საბოლოო შედეგებს მიიღებს, მონაცემის დაზუსტებას შეუდგება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა