ბიძინა ივანიშვილი - "შრომის კოდექსი გადასახედია"

 ბიძინა ივანიშვილი - "შრომის კოდექსი გადასახედია"

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის თავის გუნდთან ერთად ვინმეს დასასჯელად არ მოსულა.

"ჩვენ არ მოვსულვართ ვინმეს დასასჯელად. მინდა ყველა ბიზნესმენი გავიცნო და მაქსიმალურად დავეხმარო წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში, თუ საჭიროება დავინახე, ჩემი პირადი კაპიტალით მივეხმარო ქართულ ბიზნესს განვითარებაში",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, შრომის კოდექსი გადასახედია, რაშიც ბიზნესმენებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა, რათა ქართული შრომის კოდექსი დაიხვეწოს და ქართული ბიზნესი და ეკონომიკა განვითარდეს და ფეხზე დადგეს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"