გოგა ხაჩიძე "წვიმად გადაიქცა"

გოგა ხაჩიძე "წვიმად გადაიქცა"

ბოლო დროის პოლიტიკური მოვლენების ფონზე სოციალურ ქსელებში ხშირად ხუმრობდნენ ხელისუფლების აწ უკვე ყოფილ წარმომადგენლებზე. "ფეისბუქის" მომხმარებლები გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძეს იმ დროს ახსენებდნენ, როდესაც გოგა ჯგუფ "სახეში" მღეროდა. კონკრეტულად კი ჯგუფის ცნობილი სიმღერის სიტყვებს იხსენებდნენ და გოგა ხაჩიძეს წვიმად გადაქცევას უქადდნენ. 

ამ ხუმრობას ხაჩიძე დღეს "ფეისბუქზე" გამოეხმაურა. გოგამ დაწერა, რომ თბილისში ამინდის შეცვლასთან ერთად "წვიმად გადაიქცა".

ამავე თემაზე სოციალურ ქსელში იხუმრა პოეტმა ირაკლი გაფრინდაშვილმაც. "ჩემს ფანჯრის მინას წვეთებად ეწერა... "შენი გარემოს დაცვის მინისტრი" - დაწერა ირაკლიმ თავის "ფეისბუქზე".

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"