"ენ-ტე-ვემ" გივი თარგამაძისა და რუსი ოპოზიციონერის სერგეი უდალცოვის შეხვედრის ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა

"ენ-ტე-ვემ" გივი თარგამაძისა და რუსი ოპოზიციონერის სერგეი უდალცოვის შეხვედრის ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა

რუსულმა ტელეკომპანია "ენ-ტე-ვემ" 2008-2012 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძისა და რუსეთის "მემარცხენე ფრონტის" ლიდერის სერგეი უდალცოვის შეხვედრის ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა.

ვიდეოჩანაწერი ნაჩვენებია ფილმში - "ანატომია 2", რომელიც მოსკოვში რუსეთის ოპოზიციის აქციებს ეძღვნება.

რუსული მედიის ცნობით, "ენ-ტე-ვეს" ეთერში გასული ვიდეოჩანაწერის მიხედვით, გივი თარგამაძესა და სერგეი უდალცოვს რუსეთში რევოლუციის ორგანიზება სურთ. მისი მიხედვით, რევოლუცია შესაძლოა, კალინინგრადში დაიწყოს, სადაც რუსეთი დამატებით ჯარებს ვერ გადაისვრის, რადგან ამის გაკეთება ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიის გავლით მოუწევს.

"ენ-ტე-ვეს" მტკიცებით, სერგეი უდალცოვი "ქართველი კურატორებისგან ძალისმიერი აქციების ორგანიზებისთვის თვეში 35 ათას დოლარს იღებს და ეს მხოლოდ დასაწყისია".

ფილმის მიხედვით, საქართველოსთან ლამის მთელი ოპოზიციურად განწყობილი რუსი ჟურნალისტები და ბლოგერები არიან დაკავშირებულნი - ალექსეი ვენედიქტოვი, ევგენია ალბაცი, მიხეილ კოზირევი და რუსტამ ადაგამოვი.

ფილმის ავტორების მტკიცებით, ოპოზიციის მხარდასაჭერად და რევოლუციის მოსაწყობად ფინანსების გაღებისთვის მზად არის "მოსკოვის ბანკის" ყოფილი პრეზიდენტი ანდრეი ბოროდინი. "ანატომია 2"-ის ავტორებმა საქართველოსთან ბოროდინიც დააკავშირეს - მათი მტკიცებით, ბოროდინი მზად არის, საქართველოში საცხოვრებლად გადავიდეს, თუ ლონდონში დარჩენა არ გამოუვა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა