ქიბარ ხალვაში იმედოვნებს, რომ მისთვის "რუსთავი 2"-ის ჩამორთმევის საკითხზე გამოძიება ახალი ხელისუფლების პირობებში განახლდება

ქიბარ ხალვაში იმედოვნებს, რომ მისთვის "რუსთავი 2"-ის ჩამორთმევის საკითხზე გამოძიება ახალი ხელისუფლების პირობებში განახლდება

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი მეწილე ქიბარ ხალვაში იმედოვნებს, რომ მისთვის არხის ჩამორთმევის საკითხზე გამოძიება ახალი ხელისუფლების პირობებში განახლდება.

"მე "რუსთავი 2"-ის დასაბრუნებლად ბრძოლა 2009 წლიდან დავიწყე - მიხეილ სააკაშვილს ვუჩივლე, თუმცა ეს საქმე თაროზე შემოიდო. იმედი მაქვს, მასზე ახლა ისევ დაიწყება ძიება", - განაცხადა ხალვაშმა ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბარში და აღნიშნა, რომ "რუსთავი 2" ხალხის სამსახურში უნდა გადავიდეს.

ამასთან, ხალვაშმა "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართულ ბიზნესში სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებშია შესაძლებელი.

"პირველ რიგში საქართველოში საჭიროა სამართლიანი სასამართლო არსებობდეს. მის გარეშე ბიზნესის განვითარება ვერ მოხდება. ბიძინა ივანიშვილის ბიზნესმენებთან შეხვედრამ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესი ქვეყნისთვის. მან ამ ხალხს უთხრა, რომ "თქვენ ჩვენ გვჭირდებით". ოღონდ ყველამ უარი უნდა თქვას უპირატესობის მიღებაზე სხვა კონკურენტებთან შედარებით და უარი თქვას წესზე "ყველაფერი მოსულა" - ყველაფერი "არ მოსულა", - აღნიშნა ხალვაშმა.

მისივე თქმით, ის საქართველოში დაბრუნებასაც გეგმავს და აქედან არ გაქცეულა. "უახლოეს მომავალში მე აუცილებლად დავბრუნდები, მაგრამ ახლა ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. მე მაქვს გერმანიის პასპორტი, გერმანია კი მიიჩნევს, რომ საქართველოში მისი მოქალაქის ყოფნა ამ ეტაპზე საფრთხის შემცველია", - დასძინა მან.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა