პაატა კურტანიძე მედიკამენტებზე ფასების შემცირებას არ გამორიცხავს

პაატა კურტანიძე მედიკამენტებზე ფასების შემცირებას არ გამორიცხავს

სააფთიაქო ქსელ "ავერსის" დამფუძნებელი პაატა კურტანიძე მედიკამენტებზე ფასების შემცირებას არ გამორიცხავს.

როგორც კურტანიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, კომპანია "ამაზე მუშაობს".

"ფასების დაკლება მხოლოდ და მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად უფრო იაფად ვიყიდით მედიკამენტებს იმასთან შედარებით, ვიდრე აქამდე ვყიდულობდით. აქედან გამომდინარე, თუ შევძლებთ რომ უფრო იაფად ვიყიდოთ, ღირებულება გაიფდება. ამას ვცდილობთ და უმეტეს შემთხვევაში ვახერხებთ კიდეც, ასე რომ ფასების კლება, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია", - აღნიშნა კურტანიძემ.

ამასთან, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააფთიაქო ქსელებში მედიაკამენტების ფასები შემცირდა.

"ინტერპრესნიუსმა" ინფორმაციის გადამოწმება კომპანიებში - "ჯი პი სი" და "ავერსი" სცადა.

როგორც "ჯი პი სის" ვაშლიჯვრის სააფთიაქო ქსელში განაცხადეს, მათ ამ დროისთვის თითქმის ყველა სახის მედიკამენტზე 20-30 %-იანი ფასდაკლება აქვთ, თუმცა მსგავსი ტიპის აქციებს პერიოდულად ატარებენ. ფასების მუდმივად შემცირება აფთიაქში არ დაადასტურეს.

რაც შეეხება "ავერსს", კომპანიის დამფუძნებლის, პაატა კურტანიძის განცხადებით, გუშინ და დღეს მედიკამენტებზე რაიმე მასობრივი ჩამოფასება არ მომხდარა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"