ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების შემდეგ მინისტრობის რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი გამოიკვეთა

ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების შემდეგ მინისტრობის რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი გამოიკვეთა

ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილთან მთავრობის ფორმირების შესახებ გუშინ გამართული კონსულტაციებისას მინისტრობის რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი გამოიკვეთა .

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში გუშინ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი მაია მიმინოშვილიც იმყოფებოდა.

"ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, ვის დანიშნავს განათლების მინისტრად, თუმცა მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ სისტემა ფეხზე დადგეს და განვითარდეს, - განუცხადა ჟურნალისტებს მიმინოშვილმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

ამასთან, მისი თქმით, ივანიშვილთან შეხვედრაზე განათლების მინისტრის კანდიდატურაზე საუბარი არ ყოფილა და მხოლოდ განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.

"შეხვედრის მიმდინარეობისას ზოგადად საუბარია ნებისმიერ პოსტზე და ბუნებრივია, მე არავინ არ მკითხავდა ჩემს შეხედულებებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ვისაუბრეთ განათლების სისტემაზე. ეს იყო კონსულტაციები და ორშაბათს ყველა ერთად გავიგებთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა მიმინოშვილმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, დათანხმდება თუ არა ის განათლების მინისტრის პოსტს შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! შემთხვევაში, მიმინოშვილმა ასევე განაცხადა, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია.

ბიზნესცენტრში "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებთან ერთად, თეა წულუკიანიც იმყოფებოდა.

როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის დატოვების შემდეგ განუცხადა, ჯერჯერობით მის თანამდებობასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული არ არის. მისი ცნობით, ბიძინა ივანიშვილს კიდევ შეხვდება, რის შემდეგაც გაირკვევა თუ რა პოსტზე დაინიშნება თეა წულუკიანი.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, კონკრეტულად რა პოსტს სთავაზობენ წულუკიანს, მან აღნიშნა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ "პროფესიით იურისტია, დასკვნები მედიამ უნდა გააკეთოს".

ამასთან, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ თეა წულუკიანი კარგი იუსტიციის მინისტრი იქნება.

"თუ თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრად დაინიშნება, ვფიქრობ, რომ ის კარგი მინისტრი იქნება. ის არის კვალიფიციური იურისტი საერთაშორისო გამოცდილებით და წესიერი ადამიანი", - აღნიშნა ხუხაშვილმა

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში ახალი მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით კონსულტაციები დღეს გაგრძელდება, "ქართული ოცნების" ლიდერი საბოლოო გადაწყვეტილებას კი ხვალ გამოაცხადებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა