მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით კონსულტაციები თითქმის დასრულდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ეკა ბესელიამ ბიზნეს-ცენტრიდან გამოსვლისას განუცხადა. მისი თქმით, ხვალ ყველაფერს დეტალურად კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იტყვის.
"ის ვიცი, რომ ყველაფერი კარგად არის", - განაცხადა ეკა ბესელიამ. ბიზნეს-ცენტრში ამ დროისთვის იმყოფებიან ნიკუშა შენგელაია, დათო მაღრაძე, ასევე, მსახიობები გივი ბერიკაშვილი, გურანდა გაბუნია, ოთარ მეღვინეთუხუცესი და კახი კავსაძე. მსახიობებმა შესვლის წინ განაცხადეს, რომ კონსულტაციებში არ მონაწილებდნენ და ისინი ბიძინა ივანიშვილმა სადილზე მიიწვია.