მიხეილ სააკაშვილი თბილისობის დღესასწაულზე აბანოთუბანს ესტუმრა

მიხეილ სააკაშვილი თბილისობის დღესასწაულზე აბანოთუბანს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი თბილისობის დღესასწაულზე აბანოთუბანს ესტუმრა და რეაბილიტირებული ლეღვთახევი დაათვალიერა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი თბილისობის სტუმრებს შეხვდა და გაესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

პროექტის ფარგლებში მოეწყო დასასვენებელი ადგილები, ტურისტული ბილიკები და მდინარეზე აიგო მცირე ზომის ხიდები, გამწვანდა მიმდებარე ტერიტორია და რესტავრაცია ჩაუტარდა ხევზე გადმოკიდებულ სახლებს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"