"მაესტრომ" ბიძინა ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრობის რამდენიმე კანდიდატი დაასახელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მათთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის სამინისტროს - ირაკლი ალასანია, იუსტიციის სამინისტროს - თეა წულუკიანი, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლევან ყიფიანი ჩაიბარებენ.
გარდა ამისა, "ინტერპრესნიუსის" წყაროს ინფორმაციით, განათლების მინისტრად ბიძინა ივანიშვილი მაია მიმინოშვილს წარადგენს.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, "მაესტროს" ცნობით, ამ პოსტზე დავით უსუფაშვილი მოიაზრება, ხოლო ვიცე-სპიკერად - მანანა კობახიძე.
ბიძინა ივანიშვილი მთავრობის შემადგენლობას დღეს, 11:00 საათზე, კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში დაასახელებს.
იხილეთ ვიდეო: ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტი - კიდევ ერთი ვერსია "კვირის რეპორტაჟისგან"