მთავრობის ახალი წევრების შესახებ ინფორმაციები უკვე ვრცელდება

მთავრობის ახალი წევრების შესახებ ინფორმაციები უკვე ვრცელდება

საქართველოს მთავრობის ახალი წევრების შესახებ ინფორმაციები უკვე ვრცელდება. კერძოდ, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს - მაია ფანჯიკიძე ან თედო ჯაფარიძე; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - კახი კალაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს - გურამ ოდიშარია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს - დავით კირვალიძე.

ჯანდაცვის სამინისტროს ამირან გამყრელიძე ჩაიბარებს; შინაგან საქმეთა სამინისტროს - ირაკლი ღარიბაშვილი; თავდაცვის სამინისტროს - ირაკლი ალასანია, იუსტიციის სამინისტროს - თეა წულუკიანი, ეკონომიკის სამინისტროს - ნოდარ ხადური, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს - ლევან ყიფიანი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატებად პაატა ზაქარეიშვილი და კახა შარტავა სახელდებიან, ხოლო განათლების მინისტრად მაია მიმინოშვილს წარადგენენ.

ამასთან, გენერალურ პროკურორად არჩილ კბილაშვილის კანდიდატურა სახელდება; ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე - ნოდარ ჯავახიშვილი.

ბიძინა ივანიშვილი მთავრობის შემადგენლობას დღეს, 11:00 საათზე, კოალიციის ოფისში დაასახელებს.

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე, არსებული ინფორმაციით, დავით უსუფაშვილი იქნება, ვიცე-სპიკერი- მანანა კობახიძე.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა