პრეზიდენტის პოსტზე ყველაზე სასურველ კანდიდატად ბიძინა ივანიშვილს ვახტანგ ხმალაძე ესახება

პრეზიდენტის პოსტზე ყველაზე სასურველ კანდიდატად ბიძინა ივანიშვილს ვახტანგ ხმალაძე ესახება

საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყველაზე სასურველ კანდიდატად კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ვახტანგ ხმალაძე ესახება. ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც მთავრობის ახალი შემადგენლობის უმრავლესი კანდიდატები დაასახელა.

"პრეზიდენტობის კანდიდატზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა მე ამ პოსტზე ყველაზე კარგ კანდიდატად ვახტანგ ხმალაძეს მივიჩნევ. შეიძლება ერთი წლის განმავლობაში აზრი შევიცვალო, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ კოალიცია "ქართული ოცნებიდან" საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა, მონაწილეობა ირაკლი ალასანიას მიეღო, ივანიშვილის განმარტებით ალასანიას გაცილებით საინტერესო თანამდებობა აქვს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა