სამტრედიაში, ბაღდათსა და ნაძალადევში ამომრჩეველს მაჟორიტარების არჩევა ხელახლა მოუწევს

სამტრედიაში, ბაღდათსა და ნაძალადევში ამომრჩეველს მაჟორიტარების არჩევა ხელახლა მოუწევს

სამტრედიის, ბაღდათისა და ნაძალადევის საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ხელახლა არჩევა მოუწევს. განმეორებითი არჩევნები მაჟორიტარულ ოლქებში დაახლოებით ორი თვის შემდეგ უნდა გაიმართოს.

კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ამ ოლქებში გამარჯვებული "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატები მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში დაასახელა.

ივანიშვილმა ნაძალადევის მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის, სამტრედიის მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული კახი კალაძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ბაღდათის მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული არჩილ კბილაშვილი კი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინა.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში ტარდება საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა.

"საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა, რომელიც ცესკოში რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცესკოს თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა", - ნათქვამია საარჩევნო კოდექსში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა