"ეროვნული ფორუმის" ლიდერს, კახა შარტავას არ აქვს სურვილი, დარჩეს ხელისუფლებაში და იყოს პოლიტიკაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა ახალი მთავრობის შემადგენლობის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ კახა შარტავა არც ერთ პოსტზე არ არის წარდგენილი.
"კახა შარტავამ, ვიდრე ვინმეს რაიმე თანამდებობას შევთავაზებდი, თქვა, რომ არ სურს თანამდებობა. როდესაც მთავრობის კანდიდატებს ვირჩევდით, ის ესწრებოდა ამ პროცესს და ღიმილით უყურებდა. მე შევახსენე, ხომ არ შეიცვლიდა პოზიციას და რაიმეს სურვილი ხომ არ ჰქონდა, თუმცა მან კიდევ ერთხელ დამიდასტურა, რომ არ აქვს სურვილი, დარჩეს პოლიტიკაში და იყოს ხელისუფლებაში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.