მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, "ქართული ოცნების" სამუშაო ჯგუფთან შეხვედრას დაესწროს

მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, "ქართული ოცნების" სამუშაო ჯგუფთან შეხვედრას დაესწროს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის კანცელარიაში იმყოფება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი კანცელარიიდან იუწყება, მიხეილ სააკაშვილი კანცელარიაში დაახლოებით ნახევარი საათის წინ მივიდა.

არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, პრეზიდენტი მოქმედი და არჩეული მთავრობის სამუშაო ჯგუფების შეხვედრას დაესწროს, რომელიც კანცელარიაში ამ წუთებში იწყება.

მთავრობის კანცელარიაში უკვე მივიდნენ "ქართული ოცნების" სამუშაო ჯგუფის წევრები ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი, სოზარ სუბარი და დავით უსუფაშვილი.

შეხვედრაზე მხარეები იმ კონკრეტულ პირთა ვინაობაზე იმსჯელებენ, რომლებსაც "ქართული ოცნება" სახელმწიფო უწყებებში ხელისუფლების გადაბარების მიზნით მიავლენს.

დღევანდელ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის საკითხზეც იმსჯელებენ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, შესაძლოა, ხვალ გაიმართოს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა