"ვაშინგტონ პოსტი" - "ივანიშვილის მთავრობაში საკვანძო პოზიციებს დასავლეთისთვის კარგად ცნობილი ყოფილი ელჩები დაიკავებენ"

"ვაშინგტონ პოსტი" - "ივანიშვილის მთავრობაში საკვანძო პოზიციებს დასავლეთისთვის კარგად ცნობილი ყოფილი ელჩები დაიკავებენ"

ივანიშვილის მთავრობაში საკვანძო პოზიციებს დასავლეთისთვის კარგად ცნობილი ყოფილი ელჩები დაიკავებენ, - ასე ეხმაურება გამოცემა "ვაშინგტონ პოსტი" თავის საიტზე ბიძინა ივანიშვილის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენას.

"ქართველმა მილიარდერმა მნიშვნელოვან სამთავრობო პოზიციებზე პროდასავლური შეხედულებების მქონე ორი ყოფილი დიპლომატი დანიშნა. ივანიშვილის მიერ გამოცხადებულ მინისტრობის ახალ კანდიდატთა შორის მოხვდნენ მაია ფანჯიკიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროპის ქვეყნებში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრი გახდება და ირაკლი ალასანია, საქართველოს ყოფილი ელჩი გაერო-ში, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს",-წერს გამოცემა.

მასალის მიხედვით, ივანიშვილმა დღეს 12 სავარაუდო მინისტრი დაასახელა, მაგრამ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, ვის დანიშნავს ფინანსთა, ეკონომიკისა და განათლების მინისტრებად. ახალი მთავრობა, რომელსაც ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის რანგში გაუძღვება, 20 ოქტომბერს უნდა დამტკიცდეს, როდესაც ახლად არჩეული პარლამენტი პირველად შეიკრიბება. ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნება" 150-იდან 80 საპარლამენტო ადგილს დაისაკუთრებს, სააკაშვილის პარტია კი - 60- ს დასჯერდება.

"როგორც პრეზიდენტი, სააკაშვილი შეინარჩუნებს მის გაფართოებულ უფლებამოსილებას, მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ კი, ამ უფლებამოსილებათა ნაწილი კონსტიტუციური რეფორმის ძალით პრემიერ-მინისტრს გადაეცემა", - წერენ ამერიკულ გამოცემაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა