BBC - "მილანის" ყოფილი ვარსკვლავი ახალ მთავრობაში

BBC - "მილანის" ყოფილი ვარსკვლავი ახალ მთავრობაში

საქართველოს არჩევნებში გამარჯვებულმა ბიძინა ივანიშვილმა სამთავრობო კაბინეტის ახალი შემადგენლობა გამოაცხადა. მათ შორის არის საფეხბურთო კლუბ "მილანის" ყოფილი ვარსკვლავი კახა კალაძე, რომელიც რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს დაიკავებს, - იუწყება BBC.

"ახალი მთავრობა შედგება ლიბერალებისა და რადიკალურად განწყობილი ინდივიდუალებისგან, რომელთაც პრეზიდენტ სააკაშვილისადმი მტრობა აერთიანებთ. მათი მთავარი გამოწვევაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სააკაშვილი კიდევ ერთი წელი დარჩება პრეზიდენტად. ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოში, როდესაც მთავრობას უწევს ძლიერ ოპოზიციას დაუპირისპირდეს", - იუწყება თბილისში "ბიბისის" კორესპოდენტმა დემიენ მაკგინესი.

მისივე ინფორმაციით, კალაძე, რომელმაც საფეხბურთო კარიერა წელს დაამთავრა, პოლიტიკაში ივანიშვილთან ერთად მოვიდა და ქართული ოცნების კოალიციაში ერთ-ერთ დომინანტ ფიგურას წარმოადგენდა. კალაძის გარდა, მნიშვნელოვანი სამთავრობო თანამდებობები დაიკავეს შემდეგმა პირებმა: ირაკლი ალასანია, საქართველოს ყოფილი ელჩი გაერო-ში, თავდაცვის მინისტრისა და პრემიერ მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს; მაია ფანჯიკიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიასა და ნიდერლანდებში, საგარეო საქმეთა მინისტრი გახდება; ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად იქნა წარდგენილი; თეა წულუკიანი კი - იუსტიციის მინისტრად. ახალ ფინანსთა და კიდევ რამდენიმე მინისტრის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ასევე იხილეთ: "მილანის ყოფილი ფეხბურთელი ახალ მთავრობაში" - euronews საქართველოს შესახებ

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა