იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილმა საქართველო დატოვა. როგორც წულუკიანმა ტელეკომპანია "მაესტროს" განუცხადა, ზურაბ ადეიშვილს საქართველო რომც არ დაეტოვებინა, მან მიატოვა ის სტრუქტურა, რომელსაც ხელმძღვანელობს.
"მე ვიცი, რომ მან დატოვა საქართველო, მაგრამ მას საქართველო რომ არც დაეტოვებინა, ფაქტია, რომ მიატოვა თავისი უწყება, მან მიატოვა მიმდინარე საქმეები, მან მიატოვა ეს უზარმაზარი სტრუქტურა, რომელიც უზარმაზარია და ბევრი ადამიანი მუშაობს. ბედის ანაბარად მიატოვა და წავიდა, სად წავიდა ამას გაარკვევენ სამართალდამცავები",-განაცხადა თეა წეულუკიანმა.