საქართველოს პრეზიდენტი კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს დღეს შეხვდება . როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართება.
მედიის წარმომადგენლები რეზიდენციაში 10:30 საათისთვის დაიბარეს, თუმცა შეხვედრაზე მხოლოდ ფოტო და ვიდეოგადაღება დაიშვება.
გაკეთდება თუ არა მხარეების მხრიდან კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯერ უცნობია.