ნინა წკრიალაშვილი - რამდენჯერმე დამაგვიანდა სამსახურში და ჩამომაქვეითეს

ნინა წკრიალაშვილი - რამდენჯერმე დამაგვიანდა სამსახურში და ჩამომაქვეითეს

რამდენჯერმე დამაგვიანდა სამსახურში და ჩამომაქვეითეს, - ამის შესახებ კულტურის სამინისტროს კულტურული ღონისძიებების სამმართველოს აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა ნინა წკრიალაშვილმა ”ამბები.გე”-ს განუცხადა.

"არანაირ თანამდებობაზე აღარ ვარ. რამდენჯერმე დამაგვიანდა სამსახურში და ჩამომაქვეითეს. ახლა ამ სამმართველოში მხოლოდ სპეციალისტად ვმუშაობ. ხელფასი 680 ლარი მაქვს. ამას ახლა პირველად ვამბობ. სამსახურიდან ჯერჯერობით არ მივდივარ, ველოდები, როდის მოვა ახალი ხელმძღვანელობა და გამათავისუფლებს, თუმცა თუ კი ისინი სამსახურიდან არ გამიშვებენ, აქედან მე მაინც წავალ", - აღნიშნა წკრიალაშვილმა.

მისივე თქმით, იგი რჩება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკისა და მისი გუნდის მხარდამჭერად.

"მე ყველას წარმატებას ვუსურვებ, მათ შორის მათ, ვინც სამინისტროში მოვა, ეს იქნება ნანა მესხი თუ სხვა. ქვეყნისა და ხალხის წარმატება ყოველთვის გამიხარდება. არავის მიმართ აგრესია არ მაქვს და არც მქონია", - დასძინა მან.

ნინა წკრიალაშვილი კულტურის სამინისტროში კულტურული ღონისძიებების სამმართველოს უფროსად 2010 წლიდან მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით კი, ამ თანამდებობას ცნობილი კომპოზიტორი და მომღერალი ნანა მესხი დაიკავებს.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"