კალაძეს მინისტრობა გატუზომ და ნესტამ მიულოცეს

კალაძეს მინისტრობა გატუზომ და ნესტამ მიულოცეს

ყოფილმა თანაგუნდელებმა იტალიური მილანიდან კახი კალაძეს მინისტრობა მიულოცეს. "მე უკვე დამირეკეს და მომილოცეს ჯენარო გატუზომ და ალექსანდრო ნესტამ მილანიდან", - უთხრა კალაძემ გამოცემა "იზვესტიას".

ამასთან, როგორც იტალური პრესა წერს, კალაძე "მილანის" პირველი ფეხბურთელი არ არის, ვინც წარმატებული პოლიტიკოსობა შეძლო.

"კალაძისა და შევჩენკოს გარდა, ფეხბურთი პოლიტიკაზე გაცვალეს ცნობილმა იტალიელმა თავდამსხმელმა ჯანი რივერამ და ლიბერიელმა ჯორჯ ვეამაც. ეს უკანასკნელი საკუთარი ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებშიც კი მონაწილეობდა, სადაც ხმათა 40 პროცენტი მიიღო, რივერა კი იტალიას ევროპარლამენტში წარადგინეს.

მომზადებულია "იზვესტიასა" და Оpinioni in Contropiede - ს მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა