მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს ძალიან მაგარი მომავალი ექნება და ვაპირებთ, ამ მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვიყოთ

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს ძალიან მაგარი მომავალი ექნება და ვაპირებთ, ამ მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვიყოთ

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ექნება ძალიან მაგარი მომავალი და ჩვენც ვაპირებთ ამ მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვიყოთ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და ამ ქვეყნის პოლიტიკოსები , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლების შეცვლის პროცესი უნდა მოხდეს ქართველი ხალხის ინტერესების და პოლიტიკური პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოებში შენარჩუნების სრული გათვალისწინებით.

"ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატია. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ თავისუფალი არჩევნები საქართველოში მომავალშიც გაგრძელდეს, რომ დემოკრატია საქართველოში პირიქით გაძლიერდეს და საშუალება იყო ყოველთვის მისი განვითარების და ქართველ ხალხს შეექმნას უკეთესი პერსპექტივები. მე ვიზრუნებ იმაზე, რომ ქართველი ხალხის ინტერესები იქნას დაცული. ეს იქნება ჩემი მამოძრავებელი ძალა მომავალ თვეებში, მომავალ წლებში, მომავალ ჩემს და ყველა ჩემი თანამებრძოლის მოღვაწეობაში. ამიტომ, მე ვფიქრობ ის რაც მოხდა, ამას ქართველი ხალხი თავისებურად შეაფასებს. ყველაფერს უნდა დრო, რომ დაინახო და გაანალიზო, მაგრამ ახლა ყველანი უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი მომავალზე, ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე. მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავევებისა და აზრთა სხვადასხვაობისა, ჩვენ მოვახერხეთ და ვახერხებთ ამ პროცესის სამართლებრივად, კონსტიტუციურად, სწორ ჩარჩოებში წარმართავს. ეს არის მთავარი რასაც დღეს ყველამ ხაზი უნდა გაუსვას. ამიტომ, მინდა ჩვენ ხალხს ვუსურვო წარმატება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ექნება ძალიან მაგარი მომავალი და ჩვენც ვაპირებთ ამ მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვიყოთ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და ამ ქვეყნის პოლიტიკოსები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა