არასამთავრობოების შეფასებით, პრეზიდენტის 5 ოქტომბრის ბრძანებულებებს დამატებითი განმარტებები სჭირდება

არასამთავრობოების შეფასებით, პრეზიდენტის 5 ოქტომბრის ბრძანებულებებს დამატებითი განმარტებები სჭირდება

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის 5 ოქტომბრის ბრძანებულებებს ეხმაურებიან და მიიჩნევენ, რომ ბრძანებულებებს საზოგადოებისთვის დამატებით განმარტებები სჭირდება. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" და "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსა და სსიპ სახელისუფლო სპეციალური კავშირების სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის ფუნქციის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის (სდსს) გადაცემა აღნიშნულ უწყებებზე პრეზიდენტის გავლენას ზრდის, რადგან სდსს უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტს ექვემდებარება.

"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ სამსახურის მიზანს წარმოადგენს პრეზიდენტის, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებათა უმაღლესი ორგანოების თანამდებობის პირების დაცვა; ასევე, საქართველოში ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობების პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებია და სხვა მნიშვნელოვანი პირების. შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსა და სახელისუფლო სპეციალური კავშირების სააგენტოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კონტროლის ქვეშ გადასვლა შესაბამისობაში არ მოდის კანონმდებლობით ამ სამსახურისთვის განსაზღვრულ მიზნებთან. მიგვაჩნია, რომ პოსტსაარჩევნო პერიოდში, ახალი პარლამეტისა და მთავრობის ფუმქციონირების დაწყებამდე ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება მიზანშეწონილი არ არის და საჭიროებს დამატებით განმარტებებს საზოგადოებისთვის", - ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა 5 ოქტომბერს ორი ბრძანებულება გამოსცა (#924 და #925), რომლებითაც სსიპ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსა და სსიპ სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის ფუნქცია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გადაეცა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა