მერია დასუფთავებისა და დენის გადასახადის განცალკევების მოდელებზე მუშაობს

მერია დასუფთავებისა და დენის გადასახადის განცალკევების მოდელებზე მუშაობს

თბილისის მერია დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადის განცალკევების რამდენიმე მოდელზე მუშაობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კოკი იონათამიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, რადგან 1 000-ლარიანი ვაუჩერის პროგრამა არ ამუშავდება, მერია უკვე მუშაობს რამდენიმე კონკრეტულ ალტერნატიულ მოდელზე, თუ რა სქემით შეიძლება განცალკევდეს დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადი.

"არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, 1 000-ლარიანი ვაუჩერის პროგრამა არ იმუშავებს. როგორც ცნობილია ამ 1 000-ლარიან ვაუჩერს თბილისის მოსახლეობა, სავარაუდოდ, გამოიყენებდა სწორედ კომუნალური გადასახადების დაფარვისთვის. თუმცა არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ეს ვაუჩერი არ იმუშავებს. შესაბამისად, მერია მუშაობს კონკრეტულ ალტერნატიულ სქემაზე, რომელიც გახდება ცნობილი უახლოეს დღეებში და რომლის განხილვაც საკრებულოს სხდომაზე თვის ბოლოს მოხდება", - განაცხადა კოკი იონათამიშვილმა.

იგი არ აკონკრეტებს, თუ რა ალტერნატიულ მოდელებზეა საუბარი.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"