სოზარ სუბარი - ციხეებში იმაზე მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე წარმოგვედგინა

სოზარ სუბარი - ციხეებში იმაზე მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე წარმოგვედგინა

ციხეებში იმაზე მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე ჩვენ და საზოგადოებას წარმოგვედგინა, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა მოქმედ მინისტრთან გიორგი ტუღუშთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სუბარის თქმით, საუბარი შეხო სამინისტროში და სასჯელაღსრულების დაწესებულებეში არსებულ მდგომარეობას, ლაითურის ციხის მშენებლობას და ჯადაცვისა და ფინანსურ საკითხებს. მისივე თქმით, სისტემაში ძალიან ბევრი რამ არის შესაცვლელი, თუმცა დარწმუნებულია, რომ მძიმე ვითარება მალე შეიცვლება. სუბარის განცხადებით, მისი მთავარი პრიორიტეტი სისტემის გაადამიანურება და კორუფციის აღმოფხვრაა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა მოქმედმა მინისტრმა გიორგი ტუღუშმაც. მისი თქმით, სუბართან სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ტუღუშის განცხადებით, მან სუბარს გააცნო, თუ რა გაკეთდა მისი მინისტრობის პერიოდში, რა მდგომარეობაა სამინისტროში ფინანსურად და სად არის ძირეული პრობლემები აღმოსაფხვრელი.

ტუღუშის განცხადებით, მინისტრად რჩება სანამ პარლამენტი ახალ მთავრობას არ დაამტკიცებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გადაბარების პროცესი ნორმალურ ვითარებაში გაგრძელდეს. მისივე თქმით, საინტერესოა თუ ვინ იქნება წარდგენილი ომბუდსმენის თანამდებობაზე.

გიორგი ტუღუში იმედოვნებს, რომ სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა არა მარტო გააგრძელებს დაწყებულ დადებით პროცესებს, არამედ ბევრ ახალი ინიციატივებს განახორციელებს. მოქმედი მინისტრის განცხადებით, იგი უწყებაში დარჩენას არ გეგმავს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა