საქართველოში უმუშევრობის კომპენსაცია დაწესდება

საქართველოში უმუშევრობის კომპენსაცია დაწესდება

საქართველოში უმუშევრობის კომპენსაცია დაწესდება, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ამირან გამყრელიძემ რადიო "პალიტრის" ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.

"აუცილებელია საქართველოში უმუშევრობის კომპენსაცია შემოვიდეს. ეს არის ერთგვარი უმუშევრობის დაზღვევა და საერთო სოციალური დაზღვევის ერთ-ერთი სეგმენტი", - აღნიშნა გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს უმუშევრობის კომპენსაციის ოდენობა არ დაუსახელებია და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საუბარი მომავალში შედგება. "ეს საკითხები შრომისა და დასაქმების პოლიტიკასთან არის დაკავშირებული და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები ქვეყანამ უნდა მიიღოს", - დასძინა მან.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"