ერდოღანმა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ერდოღანმა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კოალიცია "ქართული ოცნებიდან" აცნობეს , კოალიციის ლიდერსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა.

"რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა. საუბარი წარიმართა საქართველო-თურქეთს შორის მეგობრული, კეთილმეზობლური პოლიტიკის ირგვლივ. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-კულტურული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება", - აღნიშნულია "ქართული ოცნების" განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა